IPB
სასწავლო პროცესისა და რეგისტრაციის ვადები * * *
Aug 24

თსუ-ს ოფიციალური საიტი, თსუ-ს ფორუმი და თსუ-ს ბლოგი, ეს ის ვებ-გვერდებია, რომელსაც შეიძლება ნებისმიერმა თსუ-ს სტუდენტმა გვერდი აუაროს, მაგრამ ვებ-გვერდი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველა თსუ-ს სტუდენტისათვის აუცილებელი და საჭიროა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ და განვიხილავთ sms.tsu.ge-ს, ბაზას რომელიც უნივერსიტეტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და რომელიც ინახავს სტუდენტის შესახებ ლაკონურ თუმცა საჭირო ინფორმაციას.
sms.tsu.ge არის ვებ-გვერდი, რომელიც ეხმარება სტუდენტებს აკადემიური რეგისტრაციის გავლაში, სპეციალობის არჩევაში, ქულების ნახვაში და ა.შ
sms.tsu.ge-ზე მოსახვედრად, როგორც მიხვდით საჭიროა ჩვენ ბრაუზერში ჩავწეროთ sms.tsu.ge (ყველანაირი www-ს გარეშე, ასევე ბრაუზერად ამ შემთხვევაში გირჩევთ IE (Internet Explorer-ი) გამოიყენოთ). თუ თქვენ უკვე შეხვედით sms.tsu.ge-ზე ნახავდით შემდეგ ფანჯარას:

პირველი(1) ნაბიჯი უკვე გავლილი გაქვთ ანუ შესული ხართ sms.tsu.ge-ზე, შემდეგ მეორე(2) ნაბიჯი ანუ უნდა ჩაწეროთ საკუთარი სახელი, მესამე(3) უნდა ჩაწეროთ საკუთარი გვარი, მეოთხე(4) უნდა ჩაწეროთ პაროლი ანუ ის ციფრები რომელიც ეროვნულების ბარათებზე იყო მითითებული (შემდეგ ამ პაროლებს ბევრი ცვლის და გირჩევთ თქვენც შეცვალოთ), და ბოლოს მეხუთე(5) დააკლიკეთ ღილაკს ,,შესვლა”.

P.s ამ ყველაფერის ესე სიტყვა-სიტყვით ახსნა ბევრისთვის მომაბეზრებელი იქნება, მაგრამ ვინც არ იცის იმათ გამოადგება, განსაკუთრებით კი მშობლებს.

თუ თქვენ ეს ყველაფერი წარმატებით გაიარეთ მოხვდებით მთავარ გვერდზე:
მთავარი გვერდი

სადაც ყველაფერი დაწვრილებით არის ახსნილი თუ რაში და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ sms.tsu.ge მაგრამ ინსტრუქციების და მითითებების კითხვა (გათვალისწინება) ჩვენ არ გვეკადრება და ამიტომ მეც სტატიის სახით დაგიწერთ. (იმედია ამის კითხვა არ დაგეზარებათ :37:)

sms.tsu.ge-ზე ერთადერთი რასაც ღრმად უნდა ვიცნობდეთ არის მენიუ რომელიც მარცხენა მხარესაა მოთავსებული. მენიუ მოიცავს: ,,ინფორმაციას სტუდენტის შესახებ”, ,,სასწავლო ბარათს”, ,,ინდივიდუალი ცხრილის ფორმირებას”, ,, სასწავლო პროგრამას”, ,,სილაბუსებს”, და ,,სპეციალობის არჩევას”.

,,ინფორმაცია სტუდენტის შესახებ”

აქ არის თქვენზე ინფორმაცია, ის ინფორმაცია რომელიც I კურსზე რეგისტრაციის დროს ანკეტაში მიუთითეთ.

,,სასწავლო ბარათი”

აქ ინახება დაწვრილებით თქვენი ყველა საგნის ქულა, რომელიც მიიღეთ ამა თუ იმ შუალედურ გამოცდაში, გამოცდაში თუ დასწრება-აქტიურობაში.

,,ინდივიდუალური ცხრილის ფორმირება”

სწორედ ინდივიდუალური ცხრილის მეშვეობით გადიხართ აკადემიურ რეგისტრაციას და ირჩევთ იმ საგნებს რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა მოცემულ სემესტრში.

,,სასწავლო პროგრამა”

აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად ნებისმიერი სპეციალობის დახასიათება, იმ საგანთა ჩამონათვალი რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლოთ, ასევე იმ საგანთა ჩამონათვალი რომელის არჩევაც შეგიძლიათ და ა.შ

,,სილაბუსები”

ანუ ე.წ პროგრამები რომლის მიხედვითად კონკრეტულ საგანს გაივლით და სადაც წინასწარ არის გაწერილი მთელი წლის სასწავლი და ჩასაბარებელი მასალათუ შუალედური გამოცდები.

,,სპეციალობათა არჩევა”


ჩვენ გვიწევს ავირჩიოთ სპეციალობა, არის მაჟორი (მთავარი) და მინორი(მეორადი) სპეციალობები, რომელთაც სწორედ ამ ქვე-მენიუს საშვალებით ვირჩევთ სწორედ აქ აღინიშნება ცალ-ცალკე მაჟორ და მინორ სპეციალობებში დაგროვილი კრედიტების რაოდენობა და ასევე ის ქულები რომელიც მაჟორ ან მინორ სპეციალობათა საგნებში მიგვიღია.

შეიძლება ითქვას რომ სულ ესაა რაც მე შემიძლია sms.tsu.ge-ზე მოგიყვეთ, თუ რაიმე დეტალი გამომრჩა შემატყობინეთ კომენტარის მეშვეობით.

Note: სტუდენტს რომელსაც არ აქვს გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია (ანუ არ აქვს თანხა გადახდილი) არ მიეცემა sms.tsu.ge-ს გახსნის საშუალება.

P.s sms.tsu.ge-მ გარკვეული ცვლილება განიცადა როგორც პროგრამულად ასევე ვიზუალურად და სექტემბრის დასაწყისისთვის უკვე ეს სტატიაც განახლდება რადგან ჯერ-ჯერობით sms.tsu.ge-ს ცვლილება და გაუნჯობესებაც არ დასრულებულა.

P.p.s ახალი სტატია განახლებულ sms.tsu.ge-ზე შეგიძლიათ იხლილოთ შემდეგ მისამართზე განახლებული sms.tsu.ge (New Version)

\\ tags:


Leave a Reply

Spam protection by WP Captcha-Free